пятница, 9 октября 2009 г.










პროექტის სახელი:
მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში ("გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" მიხედვით)

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლე იკვლევს ტაო-კლარჯეთის მნიშვნელობას იმ დროინდელ საქართველოში და მის მრავალმხრივ დანიშნულებას.

პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები ეცნობიან იმ ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც აგებული იქნა გრიგოლ ხანძთელის ღვაწლით. ინტერნეტში მოიძიებენ მასალებს ამ ძეგლების შესახებ, ადგილზე ხდება ამ ისტორიული ძეგლების გაცნობა და იქ მოსახლეებისგან ინტერვიუების აღება.

მონაწილეთა ასაკი: 15-17წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 1წელი.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:დამხმარე ლიტერატურის მოძიება, დისკუსიის გამართვა, კითხვარის შედგენა"რა ვიცით რა გვაინტერესებს", მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული მასალის ანალიზი, პრეზენტაცია, ელ.ვერსიის შედგენა, სკოლაში გამოფენის მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ-გვერდი, ბლოგი, ელექტრონული ჟურნალი, ჩანახატი, ესეები.მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის კომპიუტერულად დამუშავების, ინტერვიუს აღების, რუკების შედგენის, ორიენტაციის, უნარ-ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას, აღჭურვილობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.იმუშავებენ ენობრივ მასალაზე.

სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეებს მიაწვდიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ისტორიული ძეგლის აღწერას (რომელიც დღეს არის თურქეთის ტერიტორიაზე), მოგზაურობის მარშრუტს, ყოველივე ეს გამოიწვევს საკუთარი მხარის უკეთ გაცნობას. გამოუმუშავდებათ საკუთარი ქვეყნის სიყვარული და ისწავლიან მის გაფრთხილებას. დასვამენ საკითხს მიექცეს ყურადღება იმ ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთაა.

სამუშაო ენა: ქართული, თურქული (თარჯიმნის მეშვეობით)

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული ენა და ლიტერატურა: მოსწავლე ეცნობა ლიტერატურულ და ენობრივ მასალას, ძველი ქართული მწერლობის პირველი პერიოდის ლიტერატურულ ჟანრებს, არგუმენტირებული მსჯელობა ჰაგიოგრაფიული ჟანრის ტექსტებში გამოვლენილი მსოფლმხედველობრივი საკითხებისა და ლიტერატურული თავისებურებების შესახებ, VIII-IX საუკუნეების ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული კულტურულ ფასეულობათა გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, წერილობით ტექსტებში საკუთარი პოზიციისა და ღირებულებითი დამოკიდებულებების სხვადასხვა ლიტერატურული ფორმით წარმოჩენა. პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნა.

ისტორია;მოსწავლე იკვლევს თუ რა მნიშვნელობა აქვს რელიგიას საზოგადოების ცხოვრებაში, რა დანიშნულება ქონდათ ქართულ ტაძრებს შუა საუკუნეებში.მსჯელობს საგნამანათლებლო დაწესებულების როლზე მხარის განვითარებაში

გეოგრაფია; მოსწავლე აკავშირებს არქიტექტურის მარვალფეროვნებას საქართველოს ბუნებრივ პირობებთან. ადგენს რუკას და შესაბამის მარშრუტს რომელიც გაიარა გრიგოლ ხანძთელმა.

ხელოვნება; მოსწავლეები იკვლევენ ძველი ქართული მწერლობის ქრისტიანული ხელოვნების დარგებს,მათ შორის ხუროთმოძღვრებას,
გამოიკვლევენ ძეგლის არქიტექტურას, მის წარმოშობას და ასაკს.

პროექტის ფასილიტატორი: ნონა ქავთარაძე

ფასილიტატორის ელ. ფოსტა: nonaqavtaradze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий